- პროექტის სახელწოდება: როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ელექტროენერგიის დაზოგვით გარემოს დაცვა და ქვეყნის ბიუჯეტის დაზოგვა.
- პროექტის აქტუალობა: მწირი შემოსავლების გამო მნიშვნელოვანია ოჯახმა დაზოგოს ელექტროენერგია და შესაბამისად თანხა. ასევე ელექტროენერგიის გადაჭარბებული გამოყენება ქმნის სითბურ ეფექტს და საფრთხეს უქმნის ადამიანების მომავალს. მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემების დანახვისა და მისი გადაჭრის გზების მოპოვების უნარები, გაუღრმავდებათ ცოდნა შესაბამის საკითხთან მიმართებაში.
- პროექტის მიზნები: შევიმუშაოთ ელექტროენერგიის დაზოგვის გზები და შევამციროთ ელქტროენერგიის დანახარჯი.
- მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილების სახით, ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას, რაც თავიდან აგვაშორებს კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, ეს კი არა მარტო ქვეყნის ბიუჯეტს დაზოგავს ,არამედ თავიდან აგვარიდებს ისეთ შეუკცევად პროცესებს, რომლებიც საკმაოდ არასასურველ გავლენას ახდენს გარემოზე. მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან როგორ დაზოგონ ელექტროენერგია.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი და სახელმძღვანელო, დაკვირვების დღიური.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივოვები): თითოეული მოსწავლე 1 თვის განმავლობაში აკვირდება ელექტროხელსაწყოთა დატვირთვას, კვირის დასაწყისში და ბოლოს მოსწავლე ამოიწერს ელექტრომრიცხველის ჩვენებას და გამოთვლის დახარჯულ ელექტროენერგიას, 4 კვირის განმავლობაში ატარებს მონიტორინგს, აკეთებს ანალიზს და დაიანგარიშებს ელექტროენერგიის ღირებულებას. ერთი თვის მონაცემებს ადარებს წინა თვეების ანალოგიურ მაჩვენებლებთან რის მიხედვითაც შესაძლებელია დანაზოგის შეფასება.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტს კავშირი აქვს ისეთ მეცნიერებებთან როგორიცაა: ფიზიკა, ბიოლოგია, ეკოლოგია, ეკონომიკა. პროექტი ხელს უწყობს ჩართულობას ჯგუფურ მუშაობაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარებას, კომუნიკაციას, სხვათა მოსაზრების გაზიარებას, შემოქმედებით მიდგომის ფორმირებას.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარი თურმანიშვილი.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mariturmanishvili@gmail.com.
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: mari107@blogspot.com.
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment